clinic.caremedi.ge

აჯიბადენი - აჯიბადენის კლინიკა თურქეთში

აჯიბადენის კლინიკის შესახებ

აჯიბადენი, აჯიბადემი, აჯიბადენის კლინიკა ჰოსპიტალი სტამბულში თურქეთი. Updated 2023
"აჯიბადენი" - მკურნალობა თურქეთში

აჯიბადენი არის კერძო სამედიცინო ცენტრი, რომელიც შედის “აჯიბადენის ჯანდაცვის ჯგუფში” და წარმოდგენილია 22 სამედიცინო ცენტრით შემდეგ ქვეყნებში: თურქეთი, ჰოლანდია, ბულგარეთი, ერაყი და მაკედონია.

აჯიბადენის უდიდესი სამედიცინო ცენტრი მდებარეობს თურქეთში, კერძოდ სტამბულში. აჯიბადენის კლინიკა აღჭურვილია პაციენტზე ორიენტირებული საშუალებებით და უახლესი მოწყობილობებით, რაც აჯიბადენს გამორჩეულს ხდის ჯანდაცვის საზოგადოებაში. მედიცინის სფეროში კვლევის განვითარებისა და ტრენინგებისთვის აჯიბადენის საერთაშორისო ჰოსპიტალს აქვს საკუთარი უნივერსიტეტი.

კლინიკა დაარსდა 1989 წელს და მას შემდეგ, ყველა ცენტრალურ განყოფილებაში, ამერიკული და ევროპული სამედიცინო ცენტრების მიერ სერტიფიცირებული კვალიფიცირებული ექიმებით, საოცარ წარმატებას აღწევს. აჯიბადენის კლინიკა 2006 წელს აღიჭურვა მსოფლიოში ამჟამად გამოყენებული თანამედროვე აპარატურით და დღემდე გრძლედება სამედიცინო სფეროში თანამედროვე მიღწევების გამოყენებას. ანალოგიური მიდგომაა “აჯიბადენის საერთაშორისო ჰოსპიტლების ქსელი”-ში შემავალი სამედიცინო დაწესებულებებში. ყველგან არის კარგად ორგანიზებული და განახლებული მაღალი დონის ტექნოლოგიებითა და ცოდნით. აჯიბადენის ლაბორატორიებში წარმოდგენილია ულტრთანამედროვე სამედიცინო აპარატურა, როგორიცაა: “MRI”, ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი სისტემა, “PET-CT”, ლიმფური კვანძების რუკის ტექნიკა, აქ ხდება გენომის და ნეიროვიზუალიზაციის ტესტირება, ასევე პერიტონეალური ბიოფსია. განყოფილებები კარგად ორგანიზებულია და წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა სირთულის დავალებებს, სერტიფიცირებული ექიმები ეხმარებიან პაციენტებს ყველა საკითხში და გართულებული სიტუაციების შემთხვევაში საქმეებს ოპერატიულად განიხილავენ, რათა განიხილონ ყველა შესაძლო გამოსავალი.

აჯიბადენის კლინიკა

"აჯიბადენი" - ფაქტები და ციფრები

3500 პარასამედიცინო პერსონალი

20 ამბულატორიული ცენტრი

4000 სერტიფიცირებული ექთანი

22500 ადმინისტრაციული პერსონალი

9 ონკოლოგიური განყოფილება

10 ერთეული IVF-სთვის

9 რობოტული ქირურგიული განყოფილება

ორგანოთა გადანერგვის ცენტრის 5 ფილიალი

12 სპორტული განყოფილება

აჯიბადენის კლინიკა

"აჯიბადენი" რატომ არის საუკეთესო ვარიანტი საერთაშორისო პაციენტებისთვის?

აჯიბადენს აქვს ლაბორატორიები, რომლებიც სპეციალიზირებულნი არიან სხვადასხვა დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში, ანალიზების და ტესტების ჩატარებაში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების შესახებ, როგორიცაა: კიბო, ტრამვები, სპორტული დაზიანებები, გულის დაავადებები და დაბადებიდან თანდაყოლილი დეფექტები.

აჯიბადენი ფლობს სერთიფიკატს Joint Commission International (JCI)-სგან, რაც ადასტურებს და ხაზს უსვამს მის მაღალ ხარისხს. კლინიკას ჰყავს მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებიც სთავაზობენ პაციენტის ყოვლისმომცველ მოვლას, კონსულტაციებიდან დაწყებული, მკურნალობით და რეაბილიტაციით დასრულებული. აჯიბადენის სამედიცინო დაწესებულებებში წარმოდგენილია 7500 კვალიფიციური ქირურგთა გუნდი და 3500 პარასამედიცინო პერსონალი, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ თითოეული პაციენტის საჭიროებებზე. ყოველწლიურად აჯიბადენის საავადმყოფოს სტუმრობს დაახლოებით 5 მილიონი პაციენტი. სტატისტიკა ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა ნდობა აქვთ პაციენტებს აჯიბადენის კლინიკების მიმართ.

მომსახურება საერთაშორისო პაციენტებისთვის

სამედიცინო ტურიზმის განვითარების კვალდაკვალ აჯიბადენი სთავაზობს საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას უცხოელ პაციენტებს.

"აჯიბადენი" - განყოფილებები და სპეციალობები

აჯიბადენის საერთაშორისო ონკოლოგიის განყოფილება

აჯიბადენი - აჯიბადემი. Updated 2023

აჯიბადენის ონკოლოგიის განყოფილება მუშაობს უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით სიმსივნით დაავადებული პაციენტებისთვის ინტენსიური თერაპიის უზრუნველსაყოფად. აჯიბადენის მულტიდისციპლინური გუნდი დაკომპლექტებულია სერთიფიცირებული ქირურგებით. ექიმები ამოწმებენ პაციენტების ყველა ლაბორატორიულ მონაცემს და მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით ადგენენ ამა თუ იმ დაავადებაზე მკურნალობის გეგმას. განყოფილებას აქვს უახლესი დიაგნოსტიკური საშუალებები ორგანიზმში სიმსივნეების ზუსტი გამოკვლევისთვის. აჯიბადენის ექიმები იყენებენ სპეციალურ ტექნიკას ავთვისებიანი სიმსივნეების აღმოსაფხვრელად ჯანსაღი უჯრედებისთვის რაიმე ზიანის მიყენების გარეშე. აჯიბადენის ქირურგები ირჩევენ MRI და PET-CT სკანირებას დიაგნოსტიკაში მათი მნიშვნელობის გამო. გარდა ამისა, აჯიბადენის სერტიფიცირებული ექიმები მკურნალობენ პაციენტებს კიბოს სტადიების მიხედვით. თუ დიაგნოზი დროულად დაისმება, მაშინ გამოიყენება მინიმალური ინვაზიური ქირურგია სიმსივნეების მოსაშორებლად. აჯიბადენის ონკოლოგიურ განყოფილებებში საწყის ეტაპებზე ირჩევენ რადიოთერაპიის სესიებს, რათა შეჩერდეს სიმსივნის გამრავლება (ყოველკვირეულად აკვირდებიან პროგრესს).

აჯიბადენი, კიბერ დანა, აჯიბადენის კლინიკა. Updated 2023
კიბერ დანა (Cyber Knife)

LINAC მოწყობილობა – ამ მოწყობილობის გამოყენება ხდება რადიაციის სამ ძირითად პრინციპზე დაყრდნობით, რათა ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინოს სიმსივნეები ორგანიზმში. გამოიყენება მიზანმიმართული გამოსხივება, რომელიც აღმოაჩენს მცირე სიმსივნეებს, რომლებიც ძნელად შესამჩნევია სხვა სამედიცინო-დიაგნოსტიკური მოწყობილობებისთვის.

IMRT – ეს არის ინოვაციური რადიაციული მეთოდი, სადაც ქირურგები იყენებენ მაღალ ფოკუსირებულ პროტონებს მეტასტაზებში ჩართული სიმსივნეებისთვის. მეთოდი შესაფერისია კიბოს მე-2 და მე-3 ეტაპებზე, რა დროსაც სიმსივნის გავრცელება ნაკლებია. ის ისეთივე ეფექტურია, როგორც რადიოთერაპია და იძლევა 91% დადებით ინტერვენციას.

სტერეოტაქტიკური ქირურგია – ეს არის მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული მეთოდი, სადაც ქირურგები იყენებენ რობოტულ მოწყობილობებს მცირე ჭრილობების გასაკეთებლად იმ ადგილას, სადაც სიმსივნეა. ავტომატური მოწყობილობების დახმარებით ქირურგები აშორებენ ძნელად მისადგომ სიმსივნეებს ან კლავენ მექანიკური გზებით. მეთოდი ძალიან კარგად მუშაობს პაციენტებისთვის საწყის სტადიაზე, რადგან ის ხელს უშლის დაავადების განმეორებას და ზრდის პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას.

აჯიბადენი, გამა დანა, აჯიბადენის კლინიკა თურქეთში. Updated 2023
გამა დანა (Gamma Knife)

გამა დანის მეთოდი – გამა დანა არის პოპულარული ტექნიკა ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნეების მოსაცილებლად. მეთოდი არაინვაზიურია და განკუთვნილია თავის ტვინის სიმსივნეების აღმოსაფხვრელად, რომელთა მოცილებაც ძნელია. უფრო მეტიც, ამ პროცედურას აქვს წარმატების მაღალი მაჩვენებელი.

"აჯიბადენი" - ონკოჰემატოლოგიური განყოფილება

აჯიბადენი, აჯიბადენის ონკოჰემატოლოგიური განყოფილება
აჯიბადენის ონკოჰემატოლოგიური განყოფილება

აჯიბადენის კლინიკას აქვს დამოუკიდებელი განყოფილება პედიატრიისთვის და მოზრდილებისთვის, სადაც ქირურგები პაციენტებს სთავაზობენ თანამედროვე მკურნალობას კიბერ დანის (Cyber Knife), ნანო დანის (Nano Knife) და მიზნობრივი თერაპიის დახმარებით. აჯიბადენის ქირურგები მკურნალობენ პაციენტს ყველა ვარიანტის შეფასების შემდეგ და ირჩევენ მათ ასაკის შესაფერისს მკურნალობის მეთოდს. იშვიათი დაავადების შემთხვევაში, ქირურგები ირჩევენ ტრანსპლანტაციის მეთოდს სხვა პროცედურებთან შედარებით მისი წარმატების გამო. აჯიბადენის სერტიფიცირებული პერსონალი მკურნალობას მკაცრი პროტოკოლებით ატარებს.

ძვლის ტვინის გადანერგვა – მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მიელოგენური ლეიკემია და სხვა იშვიათი დაავადებები, რომლებიც სიცოცხლისთვის საშიშია. აჯიბადენის ქირურგები ატარებენ სხვადასხვა ტესტს ოპერაციის ჩატარებამდე. ირჩევენ ოჯახის დონორს, რადგან დიდია უარის თქმის შანსი. ირჩევენ მინიმალურად ინვაზიურ მეთოდს პროცედურის ჩასატარებლად. ეს მეთოდი იძლევა 89% დადებით შედეგს პაციენტებში და ეხმარება მათ ჯანსაღი ცხოვრების მიღწევაში და აღადგენს ნორმალურ ფუნქციებს.

რადიოთერაპია – ეს არის კიდევ მეთოდი, რომელსაც აჯიბადენის ქირურგები იყენებენ კიბოს კრიტიკულ სტადიებზე, სადაც სხვა მეთოდი არ მუშაობს. აჯიბადენის ქირურგები ფოკუსირებას აკეთებენ მაღალი სხივის გამოსხივებას სიმსივნეებზე, რათა სიმსივნე საბოლოოდ შემცირდეს და შეაჩერონ მეტასტაზები. აჯიბადენის ქირურგები ჩვეულებრივ რეკომენდაციას უწევენ ექვს-რვა დასხივების სესიას, მაგრამ თუ პაციენტი კარგად რეაგირებს რადიოთერაპიაზე, მაშინ ისინი წყვეტენ სესიებს დროზე ადრე. მეთოდი აჩვენებს 93% დადებით შედეგებს პაციენტებში.

იმუნოთერაპია – ეს არის უახლესი მიდგომა, რომელიც ქირურგებმა დანერგეს იმ დარღვევების სამკურნალოდ, რომელთა მართვა ძნელია მინიმალური ინვაზიური ვარიანტებით. სისხლის დეფექტების შემთხვევაში, აჯიბადენის ქირურგები იყენებენ ამ თერაპიას, რადგან ის მუშაობს იმუნური სისტემის გამოწვევაზე, რომელიც ვერ რეაგირებს ძირითადი დაავადების გამო. იმუნოთერაპია იძლევა 86% დადებით შედეგებს პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლიმფომები და სხვა იშვიათი ანემიები.

მიზნობრივი თერაპია – ეს არის ეფექტური არჩევანი საშვილოსნოს და კოლორექტალური კიბოს სამკურნალოდ, სადაც ქირურგები ათავსებენ ტრასერს სამიზნე ადგილზე. ტრასერი შეიძლება იყოს ნებისმიერი რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ნელ-ნელა კლავს სიმსივნეს. ეს არის უსაფრთხო ტექნიკა და აქვს მინიმალური უარყოფითი შედეგები. ის იძლევა დადებითი ჩარევის 89%-ს დაავადებებთან დაკავშირებული პაციენტებში.

"აჯიბადენი" - ნეიროქირურგიის განყოფილება

აჯიბადენის ნეიროქირურგიის განყოფილებას აქვს მაღალი რეპუტაცია თურქეთში, მაგრამ ამ განყოფილებას გარდა თურქებისა ასევე სტუმრობენ პაციენტები ევროპის ქვეყნებიდან. განყოფილებას ასევე ჰყავს მულტიდისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს პრობლემების ძირეულ მიზეზებსა და დაავადებებთან ბრძოლის შესაბამის გზებს. ისინი შეიმუშავებენ პაციენტზე მორგებულ მკურნალობის გეგმებს, რათა თავიდან აიცილონ გვერდითი მოვლენები.

"აჯიბადენი" - კარდიოლოგიის განყოფილება

აჯიბადენი, აჯიბადენის კარდიოლოგიის განყოფილება
აჯიბადენის კარდიოლოგიის განყოფილება

აჯიბადენის კარდიოლოგიის განყოფილება წლების განმავლობაში გაუმჯობესდა მაღალი დონის სამედიცინო სერვისებით, უახლესი ტექნოლოგიით და თანამედროვე ხელსაწყოებით, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს წნევას სარქველებში და სხვა პრობლემებს გულში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ნაკადის და გულის დაქვეითება/დაზიანება. გარდა ამისა, აჯიბადენის კარდიოლოგიის განყოფილებას ჰყავს ქირურგთა სერტიფიცირებული გუნდი, რომელიც დეტალურად, საფუძვლიანად განიხილავს სიტუაციას და პაციენტს სთავაზობს მკურნალობის საუკეთესო მეთოდს. აჯიბადენის კარდიოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ნაკლებად ინვაზიურ მიდგომაზე, რადგან ტრადიციულ მეთოდებს აქვთ მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ამიტომ, კვალიფიციური ქირურგები არ აყენებენ კომპრომისს.

Flash CT სკანირება – Flash CT სკანირება განკუთვნილია გულის კუნთის სკანირებისთვის დაბალი დოზის მიზანმიმართული გამოსხივების გამოყენებით. უპირველეს ყოვლისა, ის უზრუნველყოფს სწრაფ სკანირებას 4 წამში გულის ანგიოგრაფიისთვის.

Bentall-ის მკურნალობა – Bentall-ის მკურნალობა არის დაზიანებული აორტის ჩანაცვლება გრაფტის იმპლანტით აორტაში მცირე ჭრილით. ამ მეთოდს მხოლოდ 5-6 საათი სჭირდება და ოპერაცია ხორციელდება გულ-ფილტვის შემოვლითი აპარატით, აჯიბადენის კლინიკის სპეციალიზებული ქირურგის დახმარებით. ექიმები პაციენტებს ერთი თვის განმავლობაში წოლითი რეჟიმის დასვენებას ურჩევენ, რის შემდეგაც მათ შეუძლიათ გააგრძელონ ჩვეული საქმიანობა.

"აჯიბადენი" - ორთოპედიული ცენტრი

აჯიბადენი, აჯიბადენის ორთოპედიული ცენტრი
აჯიბადენის ორთოპედიული ცენტრი

აჯიბადენის ორთოპედიული ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებებით სახსრების, ხერხემლისა და კუნთების დარღვევების ზუსტი გამოვლენისთვის. პაციენტები ამ განყოფილებას სხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ მაღალკვალიფიციური ქირურგების და წარმატებული მკურნალობის მიღების გამო. აჯიბადენის ქირურგები იყენებენ არაინვაზიურ მეთოდებს პაციენტებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად სარისკოა და იძლევა სწრაფ შედეგებს ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე.

3D Tech Navio მუხლის რობოტული ქირურგია – ეს არის უახლესი მეთოდი და უფრო ზუსტი ვიდრე ძველი მეთოდები. აჯიბადენის ექიმები იყენებენ იმპლანტებს მუხლის სახსრებისთვის და არეგულირებენ მათ პოზიციას, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი დაზიანება. ექიმები ასევე იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რათა დააკვირდნენ, არის თუ არა იმპლანტი რეალურ ადგილას. ამ ტექნიკის გამოყენებით შედეგი სწრაფია.

"აჯიბადენი" - კოსმეტიკური ქირურგიის განყოფილება

აჯიბადენის კოსმეტიკური ქირურგიის განყოფილება
აჯიბადენის კოსმეტიკური ქირურგიის განყოფილება

პლასტიკური ქირურგია თანამედროვე მსოფლიოში ცნობილი და მოთხოვნადი სფეროა, ადამიანები სულ უფრო მეტ მკურნალობას იღებენ. აჯიბადენის პლასტიკური ქირურგიის განყოფილება სპეციალიზირებულია ესთეტიკურ და კოსმეტიკურ პროცედურებში გამოცდილი ქირურგებით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესანიშნავ მომსახურებას ყოველგვარი გვერდითი ეფექტების გარეშე. გარდა ამისა, აჯიბადენის კოსმეტიკური ქირურგიის განყოფილება სთავაზობს პაციენტებს სხვადასხვა მკურნალობას 100% წარმატების მაჩვენებლით, გამოყენებული მეთოდები არის არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხო. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს საჭირო ზრუნვას პაციენტებზე, რათა თავიდან აიცილონ ბაქტერიული ან სხვა ინფექციის რისკი. პლასტიკური ქირურგიის განყოფილება ასევე სთავაზობს მასტოპექსიას, კანის გაახალგაზრდავებას, ლიპოსაქციას, ობობის ვენების მოცილებას და თმის გადანერგვას.

"აჯიბადენი" - გინეკოლოგიისა და მეანობის განყოფილება

აჯიბადენის გინეკოლოგიისა და მეანობის განყოფილება
აჯიბადენის გინეკოლოგიისა და მეანობის განყოფილება

აჯიბადენის კლინიკის გინეკოლოგიისა და მეანობის ქირურგიის განყოფილება პაციენტებს სთავაზობს მოწინავე ქირურგიულ პროცედურებს, როგორიცაა ჰისტერექტომია და მიომექტომია. ქალთა ჯანმრთელობაზე ფოკუსირებით, აჯიბადენის გინეკოლოგები უზრუნველყოფენ პერსონალურ ზრუნვას თითოეულ პაციენტზე. ისინი სპეციალიზირებულნი არიან გინეკოლოგიურ ონკოლოგიაში, მინიმალური ინვაზიურ ოპერაციებში, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მაღალი რისკის მეანობაზე.

კლინიკის მიერ შემოთავაზებული სერვისები მოიცავს:

ჰისტერექტომია – ქირურგიულ პროცედურას, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს მოცილებას, ხშირად რეკომენდებულია სხვადასხვა გინეკოლოგიური მდგომარეობის სამკურნალოდ, როგორიცაა: ფიბროიდები, ენდომეტრიოზი ან კიბო. აჯიბადენის გინეკოლოგები ასრულებენ ამ პროცედურას ლაპაროსკოპიული, მინიმალური ინვაზიური ან რობოტის დახმარებით.

მიომექტომია – აჯიბადენის საავადმყოფოს გინეკოლოგები ჩვეულებრივ ატარებენ ამ პროცედურას საშვილოსნოს ფიბროიდების მოსაშორებლად. მინიმალური ინვაზიური მიდგომის დახმარებით მათ მიაღწიეს 85% წარმატებულ შედეგს.

ინ-ვიტრო განაყოფიერება (IVF) – აჯიბადენში არის IVF ცენტრი, რომელიც ეხმარება ოჯახებს რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში. გამოცდილი გინეკოლოგები სთავაზობენ დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიას უნაყოფობის მქონე პაციენტების დასახმარებლად. მთელი რიგი გამოკვლევების შემდეგ გინეკოლოგები ატარებენ IVF-ს წარმატებული გამოჯანმრთელების უზრუნველსაყოფად.

აჯიბადენის ზოგადი ქირურგიის განყოფილება

აჯიბადენის ზოგადი ქირურგიის განყოფილება
აჯიბადენის ზოგადი ქირურგიის განყოფილება

აჯიბადენის ზოგადი ქირურგიის განყოფილებას აქვს საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის რობოტული მოწყობილობების ხელმისაწვდომობა. კვალიფიციური ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში კეთდება ქირურგიული ჩარევები, ლაპაროსკოპიული და მინიმალური ინვაზიური ტექნიკით ჩარევა, რაც უზრუნველყოფს პაციენტების პერსონალიზებულ მოვლას და წარმატებულ შედეგებს.